Friday, May 7, 2010

სარწყავად

პროექტი

პროექტის სახელი: წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია
შესავალი:
დედამიწის ზედაპირის ३/4ნაწილს წყალი შეადგენს, რომელიც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია ჩვენი პლანეტისათვის।მიუხედავად იმისა , რომ ბუნებაშიწყალი ფართოდ არის გავრცელებული, მსოფლიოში მაინც მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა।
რატომ განიცდის ბევრი ქვეყანა სასმელი წყლის დეფიციტს?
ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს წყალს, თუ კი ადამიანს შეუძლია საკვების გარეშე გაძლოს რამდენიმე თვე წყლის გარეშე მხოლოდ 3/4დღე თუ გაძლებს. ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს სხვადასხვა რაოდენობისწყალს . ადამიანის ორგანიზმის 65% ს წყალი შეიცავს , ხმელეთის მცენარეები 50/75%ს, წყალმცენარე 95/99%ს, ხოლო თევზები 85/ს . წყალი უნივერსალური გამხსნელია, რომელსაც ორგანიზმში შეაქვს ყველა საჭირო ნივთიერება , ხოლო ზედმეტი გამოაქვს. ბუნებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის წრებრუნვა , მდინარეებიდან, ზღებიდან, ტბებიდან, ოკეანეებიდან წყალი ორთქლდება, შემდეგ კი ნალექის სახით ისევ მიწას უბრუნდება, ამიტომ დედამიწაზე მუდმივი რჩება წყლის საერთო რაოდენობა.
სარწყავად უფრო მეტი წყალი იხარჯება ვიდრე სასმელად. ნებისმიერი პროდუქტის წარმოება შეუძლებელია წყლის გარეშე . ტექნიკურ პროგრესს თან ახლავს წყლის გაჭუჭყიანება, გარემოს დაბინძურება. გაჭუჭყიანებული წყალი ჩაედინება ზღვებსა და ოკეანეებში, რომელსაც თან ჩააქვს სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერება. მაგალითად, ჩვენს ქალაქში მიედინება მდინარე ყვირილა, რომლის დაჭუჭყიანებაც ქარხნებიდან გამონადენი მარგანეცის განარეცხი წყლისაგან, მდინარე ყვირილა, რომელიც უერთდება მდ. რიონს, შემდეგ კი ჩაედინება შავ ზღვაში. ამიტომ უნდა დაინერგოს ისეთი მეთოდები, რომელიც წყალს გაჭუწყიანებისგან დაიცავს.

1. პროექტის სახელი; წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.

2პროექტის მოკლე აღწერა. მოსწავლეებმა უნდა აღწერონ წყლის დაბინძურების კონკრეტული შემთხვევა , შემდგომ დაასაბუთონ არსებულ მდგომარეობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. მაგ: თუკი მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იყენებს სარწყავად , ამან შეიძლება გამოიწვიოს მოყვანილი პროდუქტის უხარისხობა.

3პროექტის სრული აღწერა. მოვიძიოთ ინფორმაცია თუ საიდან ვღებულობთ სასმელ წყალს , არსებობს თუ არა სუფთა წყლის პრობლემა. ვინ არის პასუხისმგებელი წყლის სისუფთავეზე . საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მდინარეს იყენებენ თუ არა საწარმოები, და თუ იყენებენ სად ჩაედინება ეს დაჭუჭყიანებული მდინარე, გავარკვიოთ რა სახის ნარჩენები ჩაედინება მასში, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მდინარის დაბინძურებას. რა ღონისძიებებიშეიძლება გავატაროთ, რომ თავიდან ავიცილოთ მდ. დაბინძურება.გასვლითი ღონისძიებები თ არის თუ არა შესაძლებელი მდინარის დაბინძურების თავიდან აცილება? გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა ,ფოტომასალის მოგროვება, ინტერვიუს აღება, მოძიებული მასალის ინტერნეტში განთავსება.

4.მონაწილეთა ასაკი/კლასი - 9–12.წწ. 4–6 კლასები.

5. ვადები/ხანგძლივობა. 2–3 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასებში.
ინფორმაციის შებროვება და დამუშავება . დახარისხება, ანალიზის, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება.ინტერვიუს აღება,პლაკატების დამზადება,ნამუშევრების განთავსება ბლოგზე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს,შეისწავლის სერვისებს,სადაც ინფორმაციას განათავსებს ბუნებრივი წყლის დაბინძურების შესახებ.მოჰყავს არგუმენტები,რომლითაც ასაბუთებს რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას.პროექტის განხორციელება დადებით შედეგს მოიტანს.

8.სარგებელი სხვებისთვის.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ბრუნვის უნარ–ჩვევები,გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნების უნარი,ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში.ინტერნეტის საშუალებით თავის თანატოლებს გააცნობენ თავიანთ პროექტს.

9.სამუშაო ენა–ქართული ენა.

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან–არ არიან.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გაგმათან კავშირი.
მოსწავლეები ამ პროექტზე მუშაობით შეძლებენ საგანთა შორის დაამყარონ კავშირი(მაგ.გეოგრაფია,ქიმია,ბუნებისმცოდნეობა,სამოქალაქო განათლება და ა.შ.)სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.პედაგოგებს შეეძლებათ არჩეული ღონისძიებები დააკავშირონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.

12.პროექტის ფასილიტატორი–დარეჯან მეტონიძე.

13.ფასილიტატორების ელ.ფოსტა–darejanmetonidze@gmail.com

14.პროექტის ფორუმი–

15.პროექტის ვებ გვერდის ბლოგიhttp://www.darejanmetonidze.blogspot.com/